Wednesday, July 11, 2012

რა არის დიალექტი - კუთხური სიტყვა გამოთქმები


პროექტის სახელწოდება: რა არის დიალექტი,კუთხური სიტყვა-გამოთქმები,გაკვეთილის თემაში მითითებული საგნები და სახელწოდებები.(ადგილის სახელები,მცენარეების,ჩაცმულობის,იარაღის და.ა.შ)








პროექტის მთავარი იდეა ( თემა ): მოსწავლეების მიერ შესწავლილი გაკვეთილებიდან გამომდინარე გაურკვეველი საკითხების,დიალექტის,კუთხური სიტყვა-გამოთქმების ანალიზი,შესწავლა და გარკვეული შესაძლებლობებიდან გამომდინარე მათი ადგილზე     შესწავლა და დათვალიერება
პროექტის აქტუალობა : მოსწავლეების ინტერესების დაკმაყოფილება,მეტი ცოდნის მიღება  
პროექტის მიზანი: მიზანი იქნება მიღწეული შედეგი,რაც დაგვანახებს თუ როგორ აითვისეს ესა თუ ის საკითხი,რატომ არის საინტერესო ამ საკითხების ცოდნა,შენარჩუნება,გამოყენება                 
მონაწილეთა ასაკი : 13-14 წელი
ვადები/ხანგრძლივობა : 1 თვე
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას :მოსწავლეები იმუშავებენ ჯგუფურად ლექსიკონის დახმარებით,მოიძიებენ და ამოიწერენ მასალას შეადგენენ საჭირო ლექსიკონს,გააკეთებენ ნახატებს,პრეზენტაციას
პროექტისთვის ძირითადი საჭირო რესურსი : წიგნები,ეთნოგრაფიული მასალა,კალამი,ფანქრები,ფურცლები ნახატების გასაკეთებლად,ინტერნეტი
პროექტიოს მსვლელობა(ძირითადი აქტივობები): ბავშვები პირველრიგში ჯგუფურად მუშაობენ კლასში,არკვევენ თუ სად და როგორი ხერხით მოიძიონ ნებისმიერი მასალა,გადიან ბუნებაში აგროვებენ ბალახებს,ძველ ნივთებს,იწერენ მასალას ,აგროვებენ ან სულაც აკეთებენ ძველი საგნების,ნივთების და ტანსაცმლის თარგებს,იღებენ სურათებს                                                              
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: აქედან გამომდინარე კავშირი ექნებათ  ხელოვნების,ისტორიის ,ბიოლოგიის,ფიზიკის და ქიმიის საგნებთან და მასწავლებლებთან                              
პროექტის ხელმძღვანელი( მასწავლებელი) : კოჭლიშვილი შორენა    
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:kochlishvili@gmail.com  
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: http://shkochlishvili.blogspot.com/